ე.წ კოკაინის საქმე

ელისაშვილი: პროკურორებსაც მივუსვამ ბესელია-კობახიძეს ადრე თუ გვიან

მე სიტყვასიტყვით ჩავუწერე ჩვენებაში, რომ თუ დავრწმუნდებოდი, რომ გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს ყველაფერს ვიტყოდი. თუ შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია პარლამენტში, მე თავისუფალ დემოკრატებს მსურს მივმართო, რომ ეს საკითხი დასვან, მაშინ იქ სახელს და გვარს დავასახელებ. ყველამ კარგად დაიმახსოვროს ეს, რომ მე პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ ახლა დავიწყე და ეს არის ჩემი ღირსების საქმე. პროკურორებსაც მივუსვამ ბესელია-კობახიძეს ადრე თუ გვიან. 

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, ე.წ კოკაინის საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნასთან დაკავშირებით, რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები