საქართველოს პარლამენტი

პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, გომელაურს ვერ მოუსმენენ

თორნიკე ბარათაშვილი

პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. სესიაზე დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ.

პარლამენტის წევრებმა რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. ბოლო რეგისტრაციის დროს, სხდომათა დარბაზში მხოლოდ 54 დეპუტატი იმყოფებოდა.

სხდომის გასახსნელად, დარბაზში რეგისტრაცია მინიმუმ 76 დეპუტატს უნდა გაევლო.

კომენტარები