NATO-ს კვირეული

პრემიერი: ჩვენი სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ, არ არის ვინმეს წინააღმდეგ წასვლა

ჩვენი სწრაფვა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისგან და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს და სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა დღევანდელი ფორუმი. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NATO-ს კვირეულის ფარგლებში NATO-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გახსნა.

კომენტარები