აფეთქება მექსიკაში

მექსიკაში ნავთობობიექტის აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

AFP/Getty Images

სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, ვერაკრუზის შტატში ერთ-ერთ ნავთობობიექტზე აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, 136-ზე მეტი კი დაშავდა.

ნავთობობიექტი კომპანია "პემექსს" ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ "პემექსის" ნავთობობიექტებზე ბოლო წლებში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

აფეთქების გამო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეწყდა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები