საქართველოს პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ცნობით, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს გამოსცა. მისივე თქმით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან დღეს გათავისუფლდება 69 მსჯავრდებული, მათგან 10 არის ქალი და 2 - არასრულწლოვანი. ამავე აქტის საფუძველზე, 26 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა. მათგან 2 არის ქალი, 2 - არასრულწლოვანი.
"შეწყალების კომისია მუშაობდა 2016 წლის 20-23 აპრილამდე. შეწყალების კომისიამ სულ განიხილა 597 პირის საქმე და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა სათანადო, დადებითი რეკომენდაციები", - თქვა ზვიად ქორიძემ.