პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში

ბურჭულაძე: პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციასთან ვითანამშრომლებთ

მე მყავს პოლიტიკური გუნდი. ჩამოყალიბებული ვართ, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება, ძლიერად შევიდეთ პარლამენტში და ამას აუცილებლად მოვახერხებთ, გპირდებით. შესვლის შემდეგ ვითანამშრომლებთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან. დღევანდელი სურათით, მთელი საქართველო ჩემს გვერდშია. 9 წელი მე ვიყავი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე. დღეს ქვეყანა არის ისეთ მდგომარეობაში, იძულებული ვიყავი, მიმეტოვებინა ჩემი კარიერა, ჩემი ძალიან ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი ამ პოლიტიკურ ძალას სათავეში

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე.

კომენტარები