პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში

რუხაძე: დავასრულებთ იმ დროს, სადაც ქვეყანა პატრიოტებად და მოღალატეებად იყოფოდა

ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ სახელმწიფო ჩადგეს ხალხის სამსახურში და არ ვიბრძოლებთ პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს 25 წლიან ციკლში მოჯადოებულ წრეზე სიარული, როდესაც პოლიტიკა რეალურად ხასიათდებოდა სიძულვილით, როდესაც ხელისუფლებაში ახალი მოსული ძალები სჯიდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ქვეყანას ყოფდნენ პატრიოტებად და მოღალატეებად, ჩვენიანებად და სხვისიანებად, ქვეყნის მტრებად, სატელიტებად, აგენტებად. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ გადავიყვანთ ქვეყანას იმ ორბიტაზე, საიდანაც ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა

პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის წარმომადგენელი გიორგი რუხაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები