პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში

პრემიერი: ქართული ოცნება უკონკურენტოა

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომღერალ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლას ეხმაურება. მისი თქმით, ქართული ოცნება მაინც უკონკურენტოა.

"რაც უფრო მეტი პოლიტიკური მოთამაშე იქნება, მე მგონი, უფრო მეტი იქნება კონკურენტული გარემო. მაინც ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება კონკურენციის გარეშეა და ვფიქრობ, სერიოზული უპირატესობა აქვს, რაც ძალიან კარგად დადასტურდება არჩევნებზე", - თქვა კვირიკაშვილმა.

პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" შექმნა.

კომენტარები