მოგების გადასახადის გაუქმება

პარლამენტმა მოგების გადასახადის რეფორმა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტმა კანონპროექტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც 2017 წლიდან საქართველოში მოგების გადასახადი გაუქმდება, მესამე მოსმენით, 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

პროექტის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან და მოგება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში დაიბეგრება.

კანონპროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, მისი ავტორი კი ფინანსთა სამინისტროა.

კომენტარები