საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომები დანიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 3-4 ივნისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა.

განკარგულების მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა თანდართული დღის წესრიგით, რომელშიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი საკითხების განხილვა, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლის კანდიდატურის დამტკიცებისა და "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონზე მოტივირებული შენიშვნების საკითხები.

გიორგი მარგველაშვილის განკარგულებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები