სულხან მოლაშვილის საქმე

შავგულიძე: სულხან მოლაშვილს არ დაუსახელებია კონკრეტული პირი, ვინც აწამა

კონკრეტული გვარი და პერსონალია სულხან მოლაშვილს იმ [ჩემი ადვოკატობის] პერიოდში არ დაუსახელებია. წამების ფაქტი სახეზე იყო, დაზიანებები მიყენებული ჰქონდა, ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა ამ დაზიანებების ხანდაზმულობა... სულხანს ჩვენთვის, დაცვის მხარისთვის, ადვოკატებისთვის კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია. 

ადვოკატი შალვა შავგულიძე TV პირველის კითხვაზე, თუ აქვს ინფორმაცია, ვინ აწამა სულხან მოლაშვილი და რა პირობებში იმყოფებოდა საკანში.

კომენტარები