ბევრნაირი ბრალდება მომისმენია მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე უსინდისო და უსაფუძვლო ბრალდება იყო. არ ვიცი, მეტი რა უნდა ვთქვა ამაზე. არასოდეს, არც მოლაშვილთან და არც ნებისმიერ სხვა პატიმართან არ მქონია არანაირი შეხებაც კი საუბრის სახით მაშინ, როცა ხელისუფლებაში ვიყავი. წამებაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. არ ვიცი, რატომ და როგორ მოხდა ამ ბინძური ტყუილის მოფიქრება, ვის მიერ და რანაირად მოხდა. არც ვიცი, როგორ უნდა გამოვიძიო ამ ტყუილის ანატომია. ეს გამორჩეულად ბინძური სიცრუეა, რომელიც საკუთარ თავზე გამიგია.
tbl.ge/1wc3
დაკოპირდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი fb live-ში ბრალდებაზე, თითქოს მან სულხან მოლაშვილი აწამა.
ამავე თემაზე
- შავგულიძე: მოლაშვილს არასდროს უთქვამს, ვინ აწამა, "ოცნებას" 7 წელი ჰქონდა გამოსაძიებლად
- ბოკერია მოლაშვილის წამების ბრალდებაზე: ეს არის უსინდისო სიცრუე
- შავგულიძე მურუსიძეს: თქვენში მოსამართლე საერთოდ აღარ დარჩა
- შავგულიძე: სულხან მოლაშვილს არ დაუსახელებია კონკრეტული პირი, ვინც აწამა
- მოლაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილება არის ენმ-ის სისხლიანი რეჟიმის დასტური