ვარშავის სამიტი

NATO: ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფინანსური მხარდაჭერა 2020-მდე გაგრძელდება

NATO-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე ავღანეთის შესახებ დეკლარაცია მიიღეს.

1. ჩვენ, ქვეყნების მეთაურები და მთავრობის წარმომადგენლები და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის პრეზიდენტი, შევხვდით დღეს ვარშავაში, პოლონეთში, რათა დავადასტუროთ ჩვენი ვალდებულება, უზრუნველვყოთ გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობა ავღანეთში 

2. ჩვენ ვაფასებთ ავღანეთის თავდაცვისა და უშიშროების ძალების მიერ გაწეულ ძალისხმებას და პატივს მივაგებთ ჩვენი მისიების დროს დაღუპულთა ხსოვნას

3. ავღანეთი მარტო არ დარჩება. საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით, ჩვენს მიზნად რჩება, რომ ავღანეთი ტერორისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფრად აღარასდროს აღარ იქცეს. ამას გარდა, ჩვენი მიზანია, ავღანეთმა შეინარჩუნოს უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური განვითარება და ამავდროულად, დაცული იყოს ქვეყნის ყველა მოქალაქის უფლებები.

4. უელსის სამიტის შემდეგ ავღანეთმა საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით დემოკრატიული პროცესების, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფალი მედიის კუთხით წინსვლა გააგრძელა. თუმცა, ავღანეთი კვლავ სერიოზული გამოწვევების წინ დგას და ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება. ეს ეხება შემდეგ სფეროებს - საარჩევნო რეფორმებს, ქალთა უფლებამოსილებას, კორუფციასთან ბრძოლას, ეკონომიკურ წინსვლას, რასაც მიგრაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება

5. 2015 წლის იანვრიდან ავღანეთის თავდაცვისა და უშიშროების ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის მხრივ პასუხისმჰებლობა აიღეს. ავღანეთის უშიშროების ინსტიტუტები განვითარებასა და პროგრესს განაგრძობენ, თუმცა არსებობს გამოწვევები, რასაც საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება

6. მაშასადამე, NATO და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ, 

ა. ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისია 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება

ბ. ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფინანსური მხარდაჭერა 2020 წლამდე გაგრძელდება

გ. გაძლიერდება მტკიცე პარტნიორობა NATO-სა და ავღანეთს შორის

7. ავღანეთი, NATO-სა და მის პარტნიორებთან ერთად, აპირებს:

ა. კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს ავღანეთის უსაფრთხოების ინსტიტუციები და ძალები, რაც მართვის უნარების მუდმივ განვითარებასაც გულისხმობს. ამასთან, დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ისინი სრულად შეძლებენ ავღანელი ხალხის დაცვას; გაატარებენ ეფექტურ სამოქალაქო კონტროლს; დააფასებენ ადამიანთა უფლებებს; იმოქმედებენ ავღანეთის კონსტიტუციისა და კანონის წესის დაცვით.

ბ. ეკონომიკისა და შემოსავლების ზრდასთან ერთად, გააგრძელოს ავღანეთის ნაციონალური თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურების კონტრიბუციების გაზრდა, იმ მიზნით, რომ 2012 წლის ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაზე დაყრდნობით, აიღოს ფინანსური პასუხისმგებლობა თავის თავდაცვის ძალებზე 2024 წელს ტრანსფორმაციის ათწლეულის ბოლოსთვის.

გ. გააგრძელოს რეფორმების გატარება კორუფციის აღმოსაფხვრელად; ხელი შეუწყოს გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულებას (აღრიცხვის სახით); ასევე, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას.

დ. განამტკიცოს ქალთა სრულად ჩართულობა ავღანური საზოგადოების ყველა სფეროში, მათ შორის, ავღანეთის ნაციონალური თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებში და პოლიტიკურ პროცესებში. ასევე, სრულად განახორციელოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოულიციის (UNSCR 1325) მიხედვით ავღანეთის ნაციონალური მოქმედების გეგმა.

ე. გადადგას უფრო მეტი ნაბიჯი ბავშვთა დაცვის საკითხში, რათა დაიცვას ისინი შეიარაღებულ კონფლიქტის დროს დაზიანებებისგან. ასევე, დაიცვას ისინი მათი უფლებების დარღვევისგან და გაითვალისწინოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხვა რეზოლუციები. ამასთან, გააძლიეროს, ავღანეთის უსაფრთხოების ინსტიტუციებისა და ძალების ნაყოფიერება, მოქალაქეების დასაცავად.

8. კარგი, მეგობრული ურთიერთობები, რეგიონალური თანამშრომლობა და ავღანეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურის მხარდაჭერა, ისევ არსებითი რჩება. ჩვენ მივესალმებით სტამბოლის პროცესში მათ მიერ ნათამაშებ როლს აზიის გულის რეგიონის დასაცავად, რომელიც ავღანეთსაც მოიცავს. სტაბილური და მდიდარი ავღანეთი, მხარს დაუჭერს სტაბილურ და მდიდარ რეგიონს.

9. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ ნდობას ავღანეთის მიერ კონტროლირებად და ავღანეთის მფლობელობაში მყოფთა მშვიდობისა და შერიგების პროცესს, რომელიც პატივს სცემს ავღანეთის კონსტიტუციას. ადამიანთა უფლებები, მათ შორის ქალთა უფლებები, არის არსებული კონფლიქტების მოგვარების გზა. რეგიონი და საერთაშორისო საზოგადოება ასეთ პროცესსა და მის შედეგებს პატივს უნდა სცემდეს და მხარს უჭერდეს.

10. NATO-ში შემავალი ქვეყნების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს უფრო ფართო, საერთაშორისო მხარდაჭერას და ჩვენ ველოდებით ოქტომბერში დაგეგმილ ბრიუსელის კონფერენციას ავღანეთის შესახებ.

11. ჩვენი ამოცანა სრულად დასრულებული არ არის და ჩვენ მტკიცედ და ერთად ვაგრძელებთ მუშაობას უსაფრთხო და სტაბილური ავღანეთისათვის.

კომენტარები