სარკინიგზო კატასტროფა

იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

EPA

იტალიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბარისა და ბარლეტას შორის სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. 50 ადამიანი კი დაშავებულია, მათგან 18 მძიმედ.

შეჯახების მიზეზი მატარებლების ერთსა და იმავე ლიანდაგზე ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობა იყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

კომენტარები