სარკინიგზო კატასტროფა

ირანში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

IRINN/ via REUTERS TV

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

ავარია სემნანის პროვინციაში მოხდა, მოძრავი მატარებელი რკინიგზის სადგურზე მდგარ მატარებელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ოთხი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავარდა, მათგან ორს კი ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მაშველები მუშაობენ. სარკინიგზო კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები