ტერაქტი ნიცაში

AFP: ნიცაში დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა

Reuters

AFP, ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 75-ს მიაღწია.

14 ივლისს ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა. იყო სროლაც. ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი პოლიციის მიერაა ლიკვიდირებული.

კომენტარები