ტერაქტი ნიცაში

ნიცის ტერაქტის ორგანიზებაში თანამონაწილეობისთვის 5 პირს ბრალი წარუდგინეს

Reuters

ნიცის ტერაქტის ორგანიზებაში თანამონაწილეობისთვის საფრანგეთში სასამართლომ ხუთ ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინა. დაკავებულებს შორის 4 მამაკაცი და ერთი ქალია. გამოძიების ინფორმაციით, ისინი სატვირთო მანქანის მძღოლს მუჰამედ ბოულელს ლოგისტიკურ საკითხებში ეხმარებოდნენ და თავდასხმებს თვეების მანძილზე გეგმავდნენ.

ფრანგი პროკურორის ფრანსუა მოლინსის თქმით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მეორე დღეს შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და ტერაქტის შედეგებს იღებდა.

ნიცაში 14 ივლისის მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიცის სანაპიროზე, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ, სატვირთო მანქანა შეიჭრა. იყო სროლაც. მანქანის მძღოლი მუჰამედ ბოულელი პოლიციამ ადგილზე მოკლა.

კომენტარები