ტერაქტი ნიცაში

ნიცაში მომხდარ ტერაქტს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

Reuters

ნიცაში მომხდარ ტერაქტს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

"საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიცაში 14 ივლისს მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები