შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა. წარმოუდგენელ სისასტიკეს უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას. ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მოხდა მაშინ, როცა მთელი საფრანგეთი ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის დღეს. ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე. მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის დღეს უკავშირდება და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს.
tbl.ge/1szi
დაკოპირდა
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიცაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება,.
ამავე თემაზე
- საფრანგეთში ნიცის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავეს
- ნიცის ტერაქტის ორგანიზებაში თანამონაწილეობისთვის 5 პირს ბრალი წარუდგინეს
- ნიცაში მომხდარ ტერაქტს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
- სამძიმრის ნიშნად თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში გაანათეს
- ნიცაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ, მისი მეუღლე გარდაცვლილი ნახეს