პრეზიდენტზე ზეწოლა

სუბარი: რატომ ითვლება, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრი ხელშეუხებელი უნდა იყოს

რატომ ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტის ოჯახის წევრი ხელშეუხებელი უნდა იყოს? არა ერთი შემთხვევა იყო, როცა აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ოჯახის წევრები, გოგონები რამდენჯერმე დააკავეს სიმთვრალეზე თუ ავტომობილის მართვის წესების დარღვევაზე. ეს იმ ქვყენაში ჩვეულებრივად აღიქმება და რატომ არის, რომ ჩვენ ქვეყანაში ნებისმიერი პრეზიდენტი იქნება ეს სააკაშვილი, შევარდნაძე თუ ვინმე სხვა, მათი ოჯახის წევრი უნდა იყოს ხელშეუხებელი? მგონია, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორი უნდა ვიყოთ და არავინ, არც პრეზიდენტმა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საკუთარი განცხადებებით სახელმწიფო ინსტიტუტებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს.

ამბობს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი პრეზიდენტის მიერ 25 ივლისს გაკეთებულ განცხადებაზე.

კომენტარები