ე.წ. ოდეერი

იზორია ე.წ. ოდეერებზე: დისკუსიისთვის არ მცალია, უწყებაში პრობლემები დამხვდა

ოდეერების ინსტიტუტი გაუქმდა. თვეების განმავლობაში ვსწავლობდით საერთაშორისო პრაქტიკას და ვნახეთ, რომ ყველგან აპრობირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სადაც არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სადაც არის სახელმწიფო უსაფრთხოების თემები, საიდუმლოების თემები, ჰყავდეს წარმომადგენელი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, წარმომადგენლობა დამოკიდებულია მათ ნებაზე, სურვილზე, ჰყავდეთ თუ არა. ერთგვარ საკონსულტაციო და დამხმარე ფუნქციას ასრულებს. სწორედ ეს ჩაიწერა კანონში, მათ შორის, რესპუბლიკური პარტიის აქტიური მონაწილეობით. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ცალკე შეხვედრაც კი გვქონდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან, მივიღეთ გარკვეული შენიშვნები, რეკომენდაციები და მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. ასე რომ, ეს ხანგრძლივი პროცესი იყო თანამშრომლობის, რომლებიც არა მხოლოდ ამ პროექტთან დაკავშირებით გვქონია, არმედ სხვა კანონპროექტებთან დაკავშირებითაც, რითიც მე ყოველთვის ვამაყობდი იმიტომ, რომ ეს ნამდვილი დემოკრატიული პროცესი იყო. ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გაჟღერდა, მინდა გითხრათ, რომ ამისთვის და ამ დისკუსიისთვის ნამდვილად არ მცალია. ისედაც ძალიან ბევრი საქმე, მათ შორის, პრობლემებიც დამხვდა უწყებაში.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ე.წ. ოდეერებზე.

კომენტარები