ის, რაც ხდებოდა პროკურატურაში, ვინ დააკავა პროკურორმა და ვინ გაათავისუფლა, მე პასუხისმგებლობას არ და ვერ ავიღებ, რადგან არ შემეძლო მასში ჩარევა. ასევე რესპუბლიკური პარტიიდან პროკურატურის სისტემაში, უშიშროების სამსახურის სისტემაში, პოლიციის სისტემაში, ოთხი წლის განმავლობაში დასაქმდა ერთადერთი ქალბატონი პროკურორი სამეგრელოში. ასე რომ, რესპუბლიკურ პარტიას, როგორც პარტიას, არ შეიძლებოდა, ჰქონოდა გავლენა ამ პროცესებზე, და ინდივიდუალურად რესპუბლიკელები პროკურატურის, უშიშროების და პოლიციის სისტემებში არ დასაქმებულან.
tbl.ge/1ua6
დაკოპირდა
პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი კითხვაზე - "მაშინ, როდესაც ვლადიმერ ბედუკაძე საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს, რესპუბლიკური პარტია კოალიცია ქართული ოცნების შემადგენლობაში იყო. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას"?
ამავე თემაზე
- ბედუკაძე რუსულ გაზეთს: პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008 წელს
- ლადო ბედუკაძე პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს
- ხიდაშელი: ბედუკაძის გათავისუფლებაზე მე რატომ უნდა ვიგრძნო პასუხისმგებლობა?
- ხაინდრავა ბედუკაძეზე: სავლე პავლედ იქცა
- ხაინდრავა: მე განსხვავებული ვარ იმ ადამიანებისგან, ვინც კიცხავენ ბედუკაძეს