ნარკოტიკი

შსს: დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 11,78 გრამი ჰერიონი ამოიღეს. უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ. გ. თბილისში, დიღმის მასივში დააკავეს. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს", - ნათქვამია უწყების განცახდებაში.

კომენტარები