უბლოკო სტატუსი

საპროცედურო კომიტეტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა, რომელზეც უნდა განეხილათ ნინო ბურჯანაძის ინიციატივა საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით. 

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის შეფასებით, ხელისუფლება პროცესს მიზანმიმართულად აჭიანურებს.

კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი კახიანი ვარაუდობს, რომ დეპუტატების არგამოცხადება წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.

დღეს უნდა გადამწყდარიყო, შეძლებდა თუ არა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა იდეის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების დაწყებას. კომიტეტის თანხმობის შემთხევევაში, მათ 4 თვეში მოუწევთ 200 ათასამდე ხელმოწერის წარდგენა.

კომენტარები