ბელგია

ბრიუსელში კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან ბომბი ააფეთქეს

GOOGLE STREET VIEW

გუშინ ღამე, ბრიუსელში, კრიმინოლოგიის ინსტიტუტის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთმა ან მეტმა თავდამსხმელმა ლაბორატორიის შენობასთან ბომბი ააფეთა. აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი, თუმცა არავინ დაშავებულა.

ბელგიაში ტერორიზმის გამო უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. შეგახსენებთ, რომ 22 მარტს ბრიუსელის მეტროსა და აეროპორტში მომხდარ ტერაქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა, 340 კი დაშავდა.

კომენტარები