ბელგია

ბრიუსელში ფერმერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

Nicolas Maeterlinck/BELGA/AFP/Getty Images

ბელგიის დედაქალაქში აქციის მონაწილე ფერმერებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ბელგიელი ფერმერები ევროპული ინსტიტუტის Lex-ის მახლობლად აქციას მართავდნენ. 

სამართალდამცავების თქმით მომიტინგეები ტრაქტორების დახმარებით ანგრევდნენ პოლიციის ჯებირებს. ასევე ესროდნენ შენობებსა და სამართალდამცავებს კვერცხებს, ჯებირების ნანგრევებს. 

საპასუხოდ ბრიუსელის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 

მომიტინგეები ევროკავშირის აგრარული პოლიტიკის გადახედვას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორი ფერმერთა რამდენიმე პროფკავშირული გაერთიანებაა. მსგავსი აქციები იგივე მოთხოვნებით ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს.

კომენტარები