ბელგია

ბელგიის პოლიციამ 4 მოზარდი ისლამისტური ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით დააკავა

ბელგიის პოლიცია
Elyxandro Cegarra/NurPhoto/picture alliance

ბელგიაში პოლიციამ 4 მოზარდი დააკავა, რომლებსაც ისლამისტური ტერაქტის დაგეგმვა ედებათ ბრალად. პოლიციამ ისინი ბრიუსელში, ნინოვეში, შარლერუასა და ლიეჟში, მათ საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული რეიდის დროს დააკავა. 

ბრალდებულები, 18 წლის მოზარდი და 3 არასრულწლოვანი, ტერაქტის გეგმის შესახებ ერთმანეთს ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდნენ. 

რეიდის შედეგად სამართალდამცავებმა ბრალდებულთა პირადი ლეპტოპები და მობილური ტელეფონები წაიღეს, რათა გაანალიზონ. 

"არ ყოფილა, რომ რამეს გეგმავდნენ ხვალ, მაგრამ მაინც საკმარისად მოახლოებული იყო, რათა ჩავრეულიყავით". - თქვა ერიკ ვან დერ სიპტმა, ბელგიის ფედერალური პროკურატურის ადმინისტრაციის სპიკერმა. 

ბელგიის იუსტიციის მინისტრის, პოლ ვან ტიგხელტის თქმით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავებს შეხება რადიკალიზებულ ახალგაზრდებს ჰქონიათ.

პოლიციამ მოზარდები ფართო ოპერაციის ფონზე დააკავა, რომლის ფარგლებშიც ისლამისტურ ტერორიზმთან კავშირების მქონე პოტენციურად ძალადობრივ ადამიანებს იძიებენ. 

ამჟამად ბელგიაში მე-3 ეტაპის ტერორისტული საფრთხის დონეა, რაც ნიშნავს, რომ თავდასხმის სერიოზული რისკი არსებობს და საფრთხე სავარაუდო და შესაძლებელია. უმაღლესი დონე არის 4, რაც გულისხმობს, რომ თავდასხმა გარდაუვალია. 

კომენტარები