თურქეთი-ISIS

თურქმა სამხედროებმა თურქეთი-სირიის საზღვარი ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან გაწმინდეს

Reuters

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთი-სირიის საზღვარი ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან გაწმინდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტერორისტების მიერ კონტროლირებადი არცერთი რაიონი არ დარჩენილა. მათ შორის, ქალაქები აზაზი და იერაბლუსი.

თურქეთის პრემიერმინისტრის, ბინარი ილდირიმის თქმით, თურქული ჯარები აღნიშნულ ტერიტორიაზე თავიანთი საზღვრის დასაცავად არიან.

"იქ ვართ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი და მათი მოქალაქეების უსაფრთხოება. დავიცვათ მათი ქონება და შევინარჩუნოთ სირიის მთლიანობა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სირიის ჩრდილოეთში ხელოვნური სახელმწიფო შეიქმნას", - აღნიშნა ილდირიმმა.

შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს, თურქეთმა ISIS-ის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სირიის ჩრდილოეთში თურქეთმა ათობით ტანკმა შეიყვანა. სამხედრო ოპერაციის სახელი - ევფრატის დაცვაა.

კომენტარები