საქართველოს პარლამენტი

მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

თორნიკე ბარათაშვილი

მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. რეგისტრაცია სულ 30-მა დეპუტატმა გაიარა. 

პარლამენტს დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებისთვის უნდა ეყარა კენჭი. 

პლენარული სხდომის ჩაშლის გამო ბოდიში მოიხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, "დღეს ალბათ ცოტა უფრო კარგად უნდა წარვმსდგარიყავით ერთმანეთისა და საზოგადოების წინაშე". უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ "მომავალი პარლამენტი შეძლებს, პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატაროს ის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ჰქვია".

აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობას წყვეტს.

კომენტარები