თბილისის მერია

ნაჭყებია: ნარმანიას ტრაგიკულობა იმაშია, რომ ის ერთ კაცს, ივანიშვილს მოეწონა

ნარმანია შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ვერაფრით ვერ მოახერხა, რომ ეს კრიზისული პერიოდები გადალახოს. მისი ტრაგიკულობა იმაშია, რომ ის არ იყო პოლიტიკოსი, რომელიც გამოიბრძმედა პოლიტიკურ ბატალიებში, რომელიც იხარშებოდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წვენში, რომელიც იღებდა გამოცდილებას, რომელიც ბრძოლის უნარს და ჩვევებს იძენდა და მისდევდა კარიერულ სვლას, არამედ იყო ადამიანი, რომელიც მოეწონა ერთ კაცს, ბიძინა ივანიშვილს რატომღაც და მან გადაწყვიტა, რომ სწორედ ის ყოფილიყო მერი. ეს არის თავი და ბოლო ნარმანიას ტრაგედიის

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის წევრი მანანა ნაჭყებია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები