გუშინ, ნიუ-ჯერსიში, აშშ-ის დროით დაახლოებით 21:30 საათზე, ორმა კაცმა სანაგვე ურნაში ზურგჩანთა იპოვა და მაშინვე პოლიციას შეატყობინა. ზურგჩანთაში 5-მდე ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო. CNN-ის ცნობით, აშშ-ის ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ ერთ საეჭვო ნივთთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს.
FBI-ის ადგილობრივი ოფისი Twitter-ზე წერს, რომ ეს იყო "რამდენიმე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის შემცველი პაკეტი".
ამ ამბავსა და ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებას შორის კავშირი ამ ეტაპზე არ იკვეთება.
18 სექტემბერს ღამით, ნიუ-იორკში, 23-ე ქუჩისა და მე-6 ავენიუს კვეთაზე ხელნაკეთი ასაფეთქებლის აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა