ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკის ყველაზე სწრაფად და ნელა მზარდი სექტორების ჩამონათვალი

ბათუმი, პორტა თაუერი
facebook.com/PortaBatumiTower

საქსტატმა 2016 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. სტატისტიკის ბიუროს ცნობით, 2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ზომამ 8 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატმა ეკონომიკური ზრდის მონაცემები სექტორების მიხედვით გამოაქვეყნა, აღნიშნულ პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა სამთომომპოვებელ სექტორში - 24% და მშენებლობის სექტორში - 12% დაფიქსირდა. შედარებით დაბალი ზრდა იყო ჯანდაცვაში - 1% და სოფლის მეურნეობაში -1.7%. ეკონომიკის ორ - ტრანსპორტისა და ვაჭრობის - სექტორში კი ბრუნვის შემცირება დაფიქსირდა, შესაბამისად, ამ სექტორების ზომა წინა წელთან შედარებით შემცირდა. 

ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების ხუთეული:

  1. სამთომომპოვებელი მრეწველობა - 24.1%
  2. მშენებლობა - 12.8%
  3. ფინანსური შუამავლობა - 9.8%
  4. საფინანსო სექტორი - 9.4%
  5. შინამეურნეობების საქმიანობა - 9.5%

ყველაზე ნელა მზარდი სექტორების ხუთეული:

  1. ტრანსპორტი - (-5.8%)
  2. ვაჭრობა - (-2.8%)
  3. ენერგეტიკა - 0.3%
  4. ჯანდაცვა - 1%
  5. სოფლის მეურნეობა - 1.7%

 

კომენტარები