დაპირისპირება რესპუბლიკელებს და ბიძინა ივანიშვილს შორის

კობახიძე: ივანიშვილმა რესპუბლიკელები I ლიგაში გადაიყვანა, მადლიერები უნდა იყვნენ

რესპუბლიკური პარტიის კონკრეტულ წარმომადგენლებს სამწუხაროდ, ახასიათებთ არაკორექტული გამონათქვამები. ეს მათ ნამდვილად არ ახასიათებს დადებითად, ეს ყველაფერი მათზე კარგად ნამდვილად არ მეტყველებს, მათ ნამდვილად არ შეშვენით ასეთი არაკორექტული გამონათქვამები, მითუმეტეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ეს არის ადამიანი, რომელმაც რესპუბლიკური პარტია მეოთხე ლიგიდან გადაიყვანა პირველ ლიგაში, მისცა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, ანუ ის პარტია, რომელსაც ჰქონდა 1%-ზე დაბალი რეიტინგი, გახდა რეალურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა ქართულ პოლიტიკაში. ისინი ამისთვის ნამდვილად უნდა იყვნენ მადლიერები, განსაკუთრებით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მათი არაკორექტული განცხადებები არის მიუღებელი.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რუსთავი ორთან საუბარში.

კომენტარები