ფსიქოტროპული ნივთიერებები

ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, აზერბაიჯანის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა.მ. სასაზღვრო გამტარი პუნქტი "წითელი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგულის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავიდან და საბარგულში დამონტაჟებული აირის ბალონიდან 8400 კაფსულა ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2 კილოგრამ და 520 გრამ ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინს შეიცავს.

უწყებისვე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერების ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გატანას აპირებდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" და 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით).

კომენტარები