საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

სამადაშვილი: კლინტონმა შესაძლოა, პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ შეცვალოს

ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ საქართველოში უკანასკნელი არჩევნების შედეგად, ჩვენ ამ არჩევნებს შევხვდებით კვლავ არაკომპეტენტური და უმოქმედო საგარეო პოლიტიკური გუნდით. რა თქმა უნდა, არ მოველით იმას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოახერხებს იმ შესაძლებლობების ათვისებას, რომელიც შეიძლება, შეიქმნას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

როგორც წინასაარჩევნო პროგრამიდან ჩანს, ქალბატონი ჰილარი კლინტონის არჩევის შემთხვევაში, აშშ-ის პოლიტიკა შეიძლება, შეიცვალოს გარკვეულწილად სასიკეთოდ ჩვენი ქვეყნისთვის იმ თვალსაზრისით, რომ განმტკიცდება კავშირები როგორც ევროპასთან, ასევე, ვფიქრობ, ვნახავთ უფრო მწყობრ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. და ჩვენი არაკომპეტენტური და უმოქმედო დიპლომატიის პირობებშიც კი შესაძლოა, ჩვენ ვიხილოთ სასიკეთო ძვრები და ცვლილებები ამ მიმართულებით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

კომენტარები