საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

კანადის საიმიგრაციო საიტი ამერიკელი ვიზიტორების დიდი ოდენობის გამო გათიშულია

ჯასტინ ტრუდო, კანადის პრემიერმინისტრი.
independent.co.uk

კანადის საიმიგრაციო საიტი გათიშულია. ოფიციალურმა ვებგვერდმა "მოქალაქეობა და იმიგრაცია კანადაში" ვიზიტორების დიდ რაოდენობას ვერ გაუძლო, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების დატოვების გზებს ეძებდნენ.

ასეთივე სიტუაცია იყო დიდ ბრიტანეთში ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ.

ამ დროისთვის, დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონს მოგებული შტატების ოდენობით უსწრებს და საარჩევნო კოლეგიაში მეტი ხმა აქვს, თუმცა, გარკვეული შტატების შედეგები ჯერ კიდევ უცნობია.

კომენტარები