ინტერპოლი

ინტერპოლის პრეზიდენტად მენ ჰუნვეი აირჩიეს, ვიცეპრეზიდენტად კი ალექსანდრ პროკოპჩუკი

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერპოლის პრეზიდენტად ჩინეთის სახალხო უშიშროების მინისტრის მოადგილე მენ ჰუნვეი აირჩიეს. ვიცეპრეზიდენტი კი რუსეთის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი, ალექსანდრ პროკოპჩუკი გახდა. 

РИА Новости-ს ცნობით, ასამბლეაზე პროკოპჩუკის კანდიდატურას ხმა 127-მა დელეგატმა მისცა, მის წინააღმდეგ ხმა 10-მა ადამიანმა მისცა, 8-მ კი არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ინტერპოლი 1923 წელს არის დაარსებული და მის შემადგენლობაში ამჟამად 190 ქვეყანაა გაერთიანებული. ინტერპოლის პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ.

კომენტარები