საქართველოს პარლამენტი

სამადაშვილი: 4 წელი იყო ფუჭად დაკარგული დრო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა ქართული ოცნების მმართველობის გასული 4 წლის განმავლობაში, არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ახალი ხელისუფლება აღმოჩნდება უფრო წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ვნახეთ, რომ გასული 4 წელიწადი იყო სრულიად ფუჭად დაკარგული დრო ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ქართველი საზოგადოება დღესაც ელოდება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას ევროპასთან, რომელსაც ჩვენ დღემდე ვერ მივაღწიეთ, სწორედ თქვენს [ქართული ოცნების] მიერ დაკარგული დროის გამო. ფაქტობრივად, შეუძლებელ პერსპექტივად გადაიქცა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, ასევე თქვენს მიერ დაკარგული დროის გამო.

ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარები