დღევანდელმა პოლიტსაბჭოს შეხვედრამ და ყველა იმ პროცესმა, რომელიც მას წინ უძღოდა, აჩვენა ის, რომ უპრეცედენტო ფაქტი შედგა საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაში, როდესაც მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით, პოლიტიკურ პარტიაში არსებული უთანხმოება გადაწყდა დემოკრატიული პროცესის შედეგად, კენჭისყრით, და ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ განსხვავებული პოზიციებისდა მიუხედავად, ჩვენი პარტია უკვე უფრო მეტად გაძლიერებული, გააგრძელებს მუშაობას 7 000 კაციანი ყრილობის მოსაწვევად იმისთვის, რომ სწორედ 7 000-მა დელეგატმა გადაწყვიტოს ის, თუ რა უფრო მეტად ეფექტური გზებით უნდა იმუშაოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში დასრულდეს.
tbl.ge/21pp
დაკოპირდა
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე ყრილობის ჩატარების შესახებ.
ამავე თემაზე
- ცისკარიშვილი: არჩევნები ვერ იქნება დემოკრატიული, თუ სააკაშვილი არ იქნება კამპანიაში ჩართული
- სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან პრეზიდენტის სასახლემდე მსვლელობა დაიწყო
- ბეჟაშვილი: გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატობა
- ენმ CPT–ს ანგარიშზე: სააკაშვილი ვივამედში ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია
- ენმ-მ კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა