ოქროს გლობუსი 2017

2017 წლის ოქროს გლობუსის სავარაუდო ნომინანტები

ორშაბათს, 12 დეკემბერს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია 2017 წლის 74-ე ოქროს გლობუსის ნომინანტებს გამოაცხადებს. ოფიციალურ დასახელებამდე კი, Vanity Fair კინოკრიტიკოსების პროგნოზების მიხედვით, სავარაუდო ნომინანტებისა და გამარჯვებულების სიას ავრცელებს.

საუკეთესო მხატვრული ფილმი/დრამა

კრიტიკოსების აზრით, საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში გამარჯვების შანსი თანაბრად აქვს ფილმ "მანჩესტერი ზღვასთან" და "მთვარის შუქს".

საუკეთესო მხატვრული ფილმი/მიუზიკლი ან კომედია

ეს კატეგორია საუკეთესო შანსია "ლობსტერი"-სთვის, თუმცა კრიტიკოსების აზრით, ოქროს გლობუსი დემიენ ჩეიზელის "La La land"-ს ერგება.

საუკეთესო შესრულება დრამაში/მამაკაცი

ძნელია კინო კარიერის დასაწყისში კონკურენცია გაუწიო ისეთ მსახიობებს, როგორიც დენზელ ვაშინგტონი და ტომ ჰენქსია, თუმცა ცნობილი მსახიობის ბენ აფლეკის ძმას, ქეისი აფლეკს კრიტიკოსები ამ კატეგორიაში, მინიმუმ ნომინანტობას უწინასწარმეტყველებენ.

საუკეთესო შესრულება დრამაში/ქალი

ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელ მსახიობის ჯილდოს, როგორც ოქროს გლობუსზე, ასევე ოსკარზეც კინოკრიტიკოსები ნატალი პორტმანს უწინასწარმეტყველებენ.

საუკეთესო შესრულება მიუზიკლსა და კომედიაში/მამაკაცი

კინოკრიტიკოსების პროგნოზით, ამ კატეგორიაში რაიან გოსლინგი გაიმარჯვებს.

საუკეთესო შესრულება მიუზიკლსა და კომედიაში/ქალი

ეს ის იშვიათი და რთულად პროგნოზირებადი კატეგორია, რომელშიც ნომინანტებს შორის ბევრი ოსკაროსანი ქალია. თუმცა კრიტიკოსების წინასწარმეტყველებით, საბოლოო არჩევანი ემა სტოუნსა და ანეტ ბენინგ შორის იქნება.

საუკეთესო შესრულება მეორეხარისხოვან როლში/მამაკაცი

მეორეხარისხოვან როლში გამარჯვებას კინოკრიტიკოსები ლაიამ ნისონს უწინასწარმეტყველებენ.

საუკეთესო შესრულება მეორეხარისხოვან როლში/ქალი

კინოკრიტიკოსების რჩეული ამ კატეგორიაში ვიოლა დევისია.

საუკეთესო რეჟისორი

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ჯილდოს კინოკრიტიკოსები La La Land-ის რეჟისორ დემიენ ჩეიზელს უწინასწარმეტყველებენ.

საუკეთესო სცენარი

კინოკრიტიკოსების პროგნოზით, საუკეთესო სცენარისთვის ოქროს გლობუსი ფილმ „მანჩესტერი ზღვასთან“ გადაეცემა.

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი/დრამა

  • სამეფო კარის თამაშები
  • გვირგვინი
  • ველური დასავლეთის სამყარო
  • უცნაური ამბები
  • ეს ჩვენ ვართ

საუკეთესო სატელევიზო დრამა სავარაუდოდ, სერიალი "ველური დასავლეთის სამყარო" გახდება.

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი/მიუზიკლი ან კომედია

  • ატლანტა
  • განქორწინება
  • თეთრი ყვავი
  • ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური
  • აშკარა
  • ვიცე პრეზიდენტი

კინოკრიტიკოსების აზრით, ოქროს გლობუსის ამ კატეგორიაში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სერიალ "ატლანტასა" და "თეთრ ყვავს" აქვს.

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი/დრამა

კინომცოდნეეების შეფასებით, სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ძლიერი კონკურენტები არიან. თუმცა მათი პროგნოზით, გამარჯვებულის ტიტულით დამსწრე საზოგადოებას სერიალ "გვირგვინის" მსახიობი კლერ ფოი მიმართავს.

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი/დრამა

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვებას კინომცოდნეები ენტონი ჰოპკინსს უწინასწარმეტყველებენ.

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი/მიუზიკლში ან კომედიაში

კინოკრიტიკოსების ფავორიტი სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში სერიალ ძველმანების მსახიობი ფიბი ვოლერ ბრიჯია, რომელიც მათივე პროგნოზით ოქროს გლობუსის მიღებას იზეიმებს.

სატელევიზიო სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი/მიუზიკლში ან კომედიაში

კინომცოდნეების პროგნოზით, ტედ დენსონის 3 ოქროს გლობუსს სავარაუდოდ 2017 წელს მეოთხეც შეემატება. თუმცა კრიტიკოსების თქმით შესაძლოა ამავე კატეგორიაში 2016 წლის გამარჯვებული გაელ გარსია ბერნალი გახდეს გამარჯვებული.

საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო ფილმი

  • ხალხი ო.ჯ სიმპსონის წინააღმდეგ/ამერიკული კრიმინალური ისტორია
  • ღამის ადმინისტრატორი
  • ერთ ღამეს
  • დანაშაული ამერიკულად
  • გილმორის გოგოები: ცხოვრების ერთი წელი

კრიტიკოსები ამ კატეგორიაში გამარჯვებას ხალხი ო.ჯ სიმპსონის წინააღმდეგ/ამერიკული კრიმინალური ისტორიას უწინასწარმეტყველებენ. თუმცა მათივე თქმით გამარჯვების შანსი სერიალ "ღამის ადმინისტრატორსაც“ აქვს

მინისერიალის ან სატელევიზიო ფილმის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

კინომცოდნეები ამ კატეგორიაში გამარჯვებას კორტნი ბი ვეინსს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა გამარჯვების შანსი ბრიტანელ მსახიობს ტომ ჰიდლსტონსაც აქვს.

მინისერიალის ან სატელევიზიო ფილმის საუკეთესო მსახიობი ქალი

კინომცოდნეები იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდა მსახიობი რაილი კეოჰი გახდება ოქროს გლობუსის მფლობელი. თუმცა მათი იმედებები პროგნოზის წინააღმდეგია, მათი პროგნოზით ჯილდო სარა პოლსონს ერგება. 

ოქროს გლობუსის 74-ე დაჯილდოება 2017 წლის 8 იანვარს გაიმართება

კომენტარები