აშშ-ჩინეთის ურთიერთობა

ტრამპი: არ ვიცი, რატომ უნდა ავიღოთ "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის გატარების ვალდებულება

Reuters

ოფიციალური ჩინეთის განაცხადებით, ისინი სერიოზულად შეშფოთებულნი არიან აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მხრიდან აშშ-ის მიერ "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის გატარების ეჭვქვეშ დაყენებით.

"ერთი ჩინეთის" პოლიტიკის ფარგლებში, აშშ-ს ოფიციალური კავშირები ჩინეთთან უფრო მეტად აქვს, ვიდრე ტაივანის კუნძულთან, რომელსაც ჩინეთი სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს. 

ჩინეთის პოზიციასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს მიზეზს თუ რატომ უნდა განაგრძოს აშშ-მ დათმობების პოლიტიკის გატარება ჩინეთთან მიმართებით. 

"კარგად მესმის "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა, თუმცა არ ვიცი რატომ უნდა ავიღოთ "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის გატარების ვალდებულება, თუ ჩინეთთან გარიგებას არ დავდებთ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც სავაჭრო საკითხთან", - თქვა დონალდ ტრამპმა. 

ჩინეთის შეშფოთება, დონალდ ტრამპისა და ტაივანის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის არც ერთ პრეზიდენტს ათწლეულების განმავლობაში ტაივანის ლიდერთან ტელეფონითაც კი არ უსაუბრია.

ტრამპის თქმით, ჩინეთის გადასაწყვეტი ნამდვილად არ იყო უპასუხებდა თუ არა ის სატელეფონო ზარს ტაივანის ლიდერისგან. 

"ეს მხოლოდ სატელეფონო ზარი იყო. საკმაოდ მოკლე საუბარი. მან მე პრეზიდენტად არჩევა მომილოცა. რატომ უნდა მითხრას სხვა ქვეყანამ, რომ მე არ შემიძლია სატელეფონო ზარს ვუპასუხო?", - თქვა ტრამპმა.

კომენტარები