2017 წლის ბიუჯეტი

ქუმსიშვილი: ბიუჯეტში ასახულია ქართული ოცნების წინასაარჩევნო პრიორიტეტები

დიმიტრი ქუმსიშვილი
ეკონომიკის სამინისტრო

ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, რომ 2017 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ასახულია ის პრიორიტეტები, რომლებიც ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ ჰქონდა.

"გადაწყვეტილებები, რომლებიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, არის სწორედ ის გადაწყვეტილებები და პრიორიტეტები, რომლებიც ქართულ ოცნებას ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში. ეს გადაწყვეტილებები უკვე ასახულია კანონში, ასახულია კონკრეტულ მუხლებში, კონკრეტულ პროექტებში... სწორედ ამ პროექტებზე, ამ მუხლებზე, ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე ვისაუბრეთ გუშინ და დღეს", - ამბობს ქუმსიშვილი.

ფინანსთა მინისტრს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში უსმენდენ.

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ბიუჯეტი 102 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კომენტარები