აქცია კანცელარიასთან

შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ - კანცელარიის წინ დღეს აქცია გაიმართება

დღეს 5 საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება - შეწყვიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ. აქციის ორგანიზატორი პლატფორმა "დაიცავი თავისუფლებაა".

"ეროვნული ვალუტა რეკორდული ტემპებით უფასურდება, მთავრობა კი ამის შესაჩერებლად არცერთ ქმედით ნაბიჯს არ დგამს. პირიქით, ქართული ოცნების გეგმა კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად სახელმწიფოსგან სწრაფ და ერთადერთ გონივრულ მოქმედებას - ხარჯების მკვეთრ შემცირებას და გადასახადების არათუ გაზრდას, არამედ შემცირებას მოვითხოვთ.

შეწყვიტეთ ჟრიალი, მოიჭირეთ ქამრები, დაწიეთ გადასახადები", - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი გუშინ მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან 1.5 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 2.683 ლარია.

 

კომენტარები