ბერლინი

ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანა შევარდა, არიან დაღუპულები

REUTERS

ბერლინში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა შევარდა. შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა და 50 - დაშავდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, მძღოლმა გაქცევა მოახერხა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაუარა სატვირთო ავტომანქანამ საშობაო ჯიხურს, რომელიც ზოოპარკთან მდებარეობდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები. ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სატვირთო მანქანით ტერაქტი რამდენიმე თვის წინ ნიცაშიც მოხდა. 2016 წლის 14 ივლისს, ბასტილიის დღეს, ნიცის სანაპიროზე სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა, იყო სროლაც. ტერაქტს 86 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები