საქართველოს ბანკი

თბილისში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

metro.us

გუშინ, 26 დეკემბერს, გლდანში საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, ექსპრეს ფილიალში ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა. ამ დროისთვის უცნობია, თავდამსხმელებმა რა თანხის წაღება მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, თავდამსხმელების დასადგენად და დასაკავებლად, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

კომენტარები