საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი პროკრედიტ ბანკის მცირე ბიზნესის პორტფელს ყიდულობს

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი პროკრედიტ ბანკის მიკრო და მცირე ბიზნესის პორტფელს ყიდულობს. გარიგების შესახებ საქართველოს ბანკის მფლობელი საინვესტიციო კომპანია BGEO ჯგუფის განცხადებიდან გახდა ცნობილი. 

"საქართველოს ბანკმა პროკრედიტ ბანკთან მიაღწია შეთანხმებას, რომ შეიძინოს ბანკის მიკრო და და მცირე ბიზნესის პორტფელი. არსებული მდგომარეობით, პროკრედიტ ბანკი მთლიანი აქტივების მიხედვით, სიდიდით მესამე ბანკია. ტრანზაქციის შედეგად საქართველოს ბანკს დაემატება 2.400 ახალი კლიენტი, რომელთა სასესხო პორტფელის მოცულობაც 120 მილიონი ლარია.

გარიგების ძირითადი ნაწილი $100 ათასამდე ზომის სესხებია. ბანკი მომავალი სამი წლის მანძილზე კიდევ უფრო მეტად გეგმავს მცირე ბიზნესის პორტფელის გაზრდას", - წერია BGEO ჯგუფის განცხადებაში.

კომენტარები