თბილისის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებების გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი 31 დეკემბრის 18:00 საათიდან იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი ჩაუხვევს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სანაპიროს გავლით გავა ბარათაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტით. ანალოგიურად იმოძრავებს უკუმიმართულებითაც", - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.