ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის ნაწილი 20 იანვრის ყრილობას მხარს უჭერს

ტაბულა

ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის ნაწილი 20 იანვრის ყრილობას მხარს უჭერს. ბრიფინგი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ გამართა.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ევროპულ პარტიას, აქვს ქალთა ორგანიზაცია, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიის ქალთა ორგანიზაციის წევრი. ჩვენ, ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის რაიონული თავმჯდომარეების აბსოლუტური უმრავლესობა, ისევე, როგორც მმართველი საბჭო და ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები, დღევანდელი განცხადებით, ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ 20 იანვრის ყრილობას, აქტიურად ვართ ჩართული მისი მომზადების პროცესში და გვჯერა, რომ ეს ყრილობა გახდება ენმ-ის განახლების, განვითარების და საბოლოო გამარჯვების საწინდარი.

ძალიან სამწუხაროა, რომ ვიწროპარტიულმა ჯგუფმა, შიდაპარტიული ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, გადაწყვიტა დაუპირისპირდეს ყრილობას და უსაფუძვლოდ აყენებენ მის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს პარტია ყოველთვის ეკუთვნოდა და ეკუთვნის იმ მრავალათასიან მხარდამჭერს, 500 ათას ადამიანზე მეტს, რომელმაც ხმა მისცა ენმ-ს, 10 ათასობით წევრს, რომელსაც ვერავინ წაართმევს უფლებას, თავად გადაწყვიტონ პარტიის მომავალი", - თქვა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, 20 იანვარს ასევე იმსჯელებენ ქალთა ორგანიზაციის გაძლიერებასა და შიდაპარტიული კვოტირების შემოღებაზე.

"ძალიან ბევრ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან ერთად, 20 იანვარს იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ სამომავლოდ როგორ გავაძლიეროთ ქალთა ორგანიზაცია. მათ შორის, ვიმსჯელებთ იმაზე, რომ შემოვიღოთ შიდაპარტიული კვოტირება", - თქვა ბოკუჩავამ.

კომენტარები