ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: ნურავინ ცდილობს, გაგვაბანძოს ფსევდოლიბერალიზმის საბაბით

ვიღაცისთვის შეიძლება, ეს მოდურად არ ჟღერდეს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა, ეს არის ქართული ამბიცია, განსაკუთრებული ქართული ერის ამბიცია და პრეტენზია, რომ ვიყოთ განსაკუთრებული, და დიახ, ქართველი ერი არის განსაკუთრებული ერი და ნურავინ ნუ ცდილობს, რომ გაგვაბანძოს და ფსევდოლიბერალიზმის საბაბით ხელი აგვაღებინოს ჩვენს განსაკუთრებულობაზე, იმიტომ, რომ ჩვენი განსაკუთრებულობა მითებში და ზღაპრებში კი არ არის, ჩვენ ეს დავამტკიცეთ ჩვენი მსოფლიოში განსაკუთრებული, ექსკლუზიური, ერთადერთი და ისეთი რეფორმებით, რომელიც მსოფლიოში ყველას აღტაცებას და აღფრთოვანებას იწვევდა და იწვევს დღესაც. მე მაქვს პირადი ამბიცია, რომ საქართველო იყოს გამორჩეული, ყველას სჯობდეს გარშემო და იყოს თითით საჩვენებელი, როგორც წარმატების და მომავალზე ორიენტირებულობის ნიმუში.

კომენტარები