საფრანგეთის სოციალისტური პარტიის პრაიმერის მეორე ტურში ბენუა ამონმა გაიმარჯვა.
პრაიმერის მეორე ტურში მან ხმების 58 % მიიღო, ექსპრემიერმა მანუელ ვალსმა კი - 42 %.
მანუელ ვალსმა პრაიმერიში დამარცხება უკვე აღიარა და განათლების ყოფილ მინისტრს ბენუა ამონს გამარჯვება მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ პრაიმერის პირველ ტურში ბენუა ამონმა ხმების 36.2% მიიღო, მანუელ ვალსმა - 31.2%, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა არნო მონტებურმა კი - 17.6%.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება, სადაც სამი მთავარი კანდიდატი - რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი, ნაციონალისტი მარინ ლე პენი და სოციალისტი ბენუა ამონი იქნებიან.